კომაროვის „შაბათის სკოლის“ ონლაინ ჯგუფებში რეგისტრაცია დაიწყო.
- 06 სექტემბერი, 2025
კომაროვის სკოლის „შაბათის სკოლის“ ონლაინ ჯგუფებში რეეგისტრაცია დაიწყო.
პროექტი განკუთვნილია III, IV, V და VI კლასის მათემატიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.
მიზანი და პროგრამა
პროექტის მიზანია საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ მოსწავლეებში კრიტიკული, ლოგიკური და რაოდენობრივი აზროვნების უნარების განვითარება და მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება.
სწავლება წარიმართება ქართულ ენაზე, კომაროვის „შაბათის სკოლის“ პროგრამის შესაბამისად.
სასწავლო ფორმატი
გაკვეთილები ჩატარდება Google Meet-ის პლატფორმაზე, კვირაში ორჯერ, საღამოს საათებში. თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობა იქნება 1 საათი და 20 წუთი. ჯგუფში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 17-ს.
სწავლების პროცესს გაუძღვებიან კომაროვის „შაბათის სკოლის“ გამოცდილი პედაგოგები.
„შაბათის სკოლის“ ონლაინ ჯგუფების მოსწავლეებს უფლება ექნებათ დაწერონ შემაჯამებელი წერები და მონაწილეობა მიიღონ „შაბათის სკოლის“ ოლიმპიადებში.
რეგისტრაციისა და პროქეტის დაწყების ვადები
რეგისტრაცია გაგრძელდება 20 სექტემბრის ჩათვლით;
„შაბათის სკოლის“ ონლაინ ჯგუფებში დასარეგისტრირებლად შეავსეთ ფორმა:
ფორმის შევსებიდან 4 დღის განმავლობაში დაგიკავშირდებათ „ონლაინ შაბათის სკოლის“ გუნდი და 16 მეცადინეობის საფასურის გადახდის შემდეგ მოსწავლე დარეგისტრირდება ჯგუფში.
სწავლების დაწყება დაგეგმილია სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში. ზუსტი თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.
საფასური და პირობები
- სასწავლო წელი შედგება 3 მოდულისაგან;
- ერთი მოდული მოიცავს 24 მეცადინეობას (თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობა – 1სთ 20წთ).
- ახალი მოსწავლეებისთვის 1 მოდულის საფასური შეადგენს 300 ლარს.
- ძველი მოსწავლეებისთვის შენარჩუნებულია წინა სასწავლო წლის ტარიფი.
- და-ძმებისთვის ყოველ მომდევნო ბავშვზე საფასური განისაზღვრება 240 ლარით.
სასწავლო ლიტერატურით მოსწავლეებს უზრუნველყოფს „ონლაინ შაბათის სკოლის“ გუნდი.
გადახდა და საკონტაქტო ინფორმაცია
გადახდა განხორციელდება სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე:
- ბანკის კოდი: TRESGE22
- სახაზინო კოდი (ანგარიშის ნომერი): 760867499
დანიშნულებაში აუცილებელია მითითდეს მოსწავლის სახელი, გვარი, კლასი და სიტყვები „ონლაინ შაბათის სკოლა“.
ონლაინ ბანკით სკოლის სახაზინო ანგარიშზე გადახდის ინსტრუქცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის შესაძლებელია დაკავშირება შემდეგ ნომერზე: 598 29 26 13 (ნუცა).
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!